Saturday, December 12, 2009


პროექტის მიზანი: მოსწავლეების უკეთ ინფორმირება ზოგადად გრიპის ვირუსის შესახებ.გრიპის ვირუსისაგან ტავის დაცვა. ბროშურების დამზადება გრიპის ვირუსის შესახებ,მათი გავრცელება სკოლაში.
პროექტის სრული აღწერა: გრიპი უხსოვარი დროიდანაა ცნობილი. იგი მეტად გავრცელებული, ძლიერ გადამდები ვირუსული დაავადებაა. აქვს 12-48 საათიანი საინკუპაციო პერიოდი. მისი გამომწვევია სამი სახის ვირუსი:A, B და C. A და Bვირუსები ადვილად იცვლიან ანტიგენურ სტრუქტურას, მათ მიმართ მოსახლეობას არ აქვს იმუნიტეტი,რაც ეპიდემიებისა და პანდემიების მიზეზი ხდება. ამ დროს ავადდება მოსახლეობის 40-70%. Aგრიპის ეპიდემია ყოველ 2-3 წელიწადში მეორდება,B გრიპისა 4-6 წელიწადში,C გრიპი იწვევს ერთეულ დაავადებებ. პანდემიას იწვევს მხოლოდ Aვირუსი ყოველ 25-30 წელიწადში ერთხელ. გრიპი გადადის ჰაეროვან-წვეთოვანი გზით. ინფექციის წყაროა ავადმყოფი ადამიანი. ვირუსი იჭრება და მრავლდება სასუნთქი გზების ეპითელიუმში, იწვევს ლორწოვანი გარსის ანთებას. ორგანიზმი სუსტდება, იმუნიტეტი გამომუშავდენბა მხოლოდ იმ ვირუსის მიმართ, რომელმაც გამოიწვია დაავადება. გრიპი იწყება ცემინებით, ძლიერი თავის ტკივილით, კუნთებისა და სახსრების “მტვრევით“, რასაც მოსდევს სურდო და მშრალი ხველა... ვითარდება თვალის, ცხვირ-ხახის, სასულისა და ბრონქების ლორწოვანი გარსის ანთება. ცნობილია აგრეთვე ატიპიური გრიპი-ა) უსიცხო, ბ) უსურდო და გ) ელვისებური. ელვისებური გრიპი ეპიდემიებისა და განსაკუთრებით პანდემიების დროს გვხვდება და 2-3 დღეში სიკვდილით მთავრდება. გრიპის ეპიდემიის დროს ტარდება მასობრივი ვაქცინაცია.
მოსწავლეთა ასაკი: 16 წელი.
პროექტის აქტივობა: 3 თვე.
სარგებლობა სხვებისთვის: მოსწავლეთა “შედარებითი“ დაცვა გრიპის ვირუსისგან.
პროექტის ფასილიტატორი: ნანა ღვინიაშვილი.
ფასილიტატორის ელ.ფოსტა: nanagviniashvili@gamil.com

ჩემი პორტფოლიო
ცხოველების შვილები.